გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე: თურმე, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა ნიშნავს თავდასხმას, ე.ი. მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ

4-08-2022

,,ეს არის 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაცია სახელმწიფოებრიობასთან. ანუ, ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ თურმე, ამ ქვეყნის 48 დეპუტატს, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა და თხოვნა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას და ე.ი. მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ვისაც კითხვის დასმა თავდასხმად მიაჩნია, მას ასევე მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის.


,,ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. არ უნდა იყოს საჯარო პირი საერთოდ, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა, ვისაც არ უნდა შეეხებოდეს, თუნდაც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. რადგან 48 დეპუტატს ესე მიაჩნიათ, რომ ეს არის თავდასხმა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ჟურნალისტის მხრიდან, კითხვის დაზუსტების დროს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მას ჟურნალისტი ახალ ნარატივს სთავაზობს, რადგან მას კითხვის შინაარსთან არ აქვს პრობლემა, პრობლემაა აქვს მხოლოდ კითხვის დასმის ტონალობასთან.


,,თქვენ მოცემულობას მთავაზობთ არასწორს. გუშინ, თქვენ კოლეგას, ვეკამათე ბევრი და, თუ გნებავთ გავაგრძელოთ ეს კამათი, თქვენმა კოლეგამ ვერ დამისახელა, თუ თქვენ მაინც დამისახელებთ ერთ ისეთ შეკითხვას, რომელიც თავდასხმის ნიშნებს შეიცავდა, ან პასუხის თხოვნას, მე მაშინ გავაგრძელებ პასუხს თქვენს კითხვაზე. თქვენ შემოიტანეთ ახალი ნარატივი, რომ კითხვის შინაარსთან არ გაქვთ პრობლემა , ტონალობასთან გაქვთ პრობლემა. ტონალობასთან დაკავშირებული პრობლემა, კიდევ უფრო მძიმე ახსნაა იმისა, რატომ შეიძლება კითხვა თავდასხმად გაიგოს ვინმემ,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.