გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის ლაბორატორიას ს კვლევის ახალი მეთოდები დაემატება

5-08-2022

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიას სურსათის კვლევის ახალი მეთოდები დაემატება.

 

სოფლი მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

 

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხები. სურსათის კვლევის მიმართულებით ზუგდიდის ლაბორატორიაში იგეგმება: სალმონელას, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატური ანაერობებისა და ლისტერიას დიაგნოსტიკის მეთოდების დამატება.

 

„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რა კვლევები ტარდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რათა ერთობლივი ძალებით შევუწყოთ ხელი ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ზუგდიდის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.