გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ჩხუტუნეთში ცხემლარას მარანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5-08-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით ცხემლარას მარანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. (ბიუჯეტი 67 000 ლარი).


ისტორიული მარანი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩხუტუნეთში ცხემლარას უბანში და წარმოადგენს საგვარეულოს საკუთრებას.

აღნიშნული ობიექტი ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით და მიუთითებს მაჭახლის ხეობაში უძველესი დროიდან მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაზე.


ნაგებობა კლდოვან ქიმზეა მიშენებული და ჩვენამდე მოღწეულია მეტ-ნაკლებად დაცული სახით. გადმოცემით ირკვევა, რომ თავდაპირველად იგი ოდა სახლის საძირკველს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით, დაზიანებების მატებასთან ერთად, ხის ოდა ეზოს აღმოსავლეთით ახალ ქვის ნაშენზე გადადგეს და მარანი ზედმეტი დატვირთვისგან გაანთავისუფლეს. მარანი საკმაოდ დაზიანებული იყო. მის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.