გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

19-08-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები თელავისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მეცხვარე ფერმერებს შეხვდნენ. ყურადღება გამახვილდა ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დაავადებაზე ვაქცინაცია, პარაზიტებზე დამუშავება და იდენტიფიკაცია განაპირობებს საქართველოს ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას, რაც ექსპორტის ხელშეწყობის უმთავრესი წინაპირობაა. საუბარი შეეხო ცხოველთა სადგომებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგებასა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მნიშვნელობას.


ცხოველთა, მათ შორის ცხვრის, ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეცხვარე ფერმერებთან და მეცხვარეთა ასოციაციასთან.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) უფასო ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე. მიმდინარე წელს, დღეის მონაცემებით, ვაქცინირებულია: თურქულის საწინააღმდეგოდ - 618 681 სული; ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ - 53 831 სული; წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ - 267 933 სული ცხვარი/თხა (ვაქცინაცია გრძელდება ზაფხულის საძოვრებზეც); ჯილეხის საწინააღმდეგოდ - 483 783 სული წვრილფეხა პირუტყვი. საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვამდე, გარეგან პარაზიტებზე დამუშავდა 481 255 სული წვრილფეხა პირუტყვი; იდენტიფიცირებულია 283 759 სული ცხვარი და თხა.