29-08-2022
სოფელ წყალწმინდაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ სოფელ ღრმაღელეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამავე დღეს სოფელში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივები ფეხბურთში, გირის აზიდვაში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
ჩატარდა დოღი;
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა და სიგელებით.
ღონისძიება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.