გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შემოსავლების სამსახური უკრაინელი მებაჟე ოფიცრებისშვილებს მასპინძლობს

31-08-2022

მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  ჩართულობით და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ღონისძიების ფარგლებში,  ბავშვები უკვე ეწვივნენ მთაწმინდის პარკს, იყვნენ „ასტრა პარკში“ და მონაწილეობა მიიღეს რბოლაში, ასევე იმყოფებოდნენ თბილისში არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრებში და დაათვალიერეს მცხეთის ისტორიული ძეგლები.3 სექტემბრამდე, პატარები მოინახულებენ ილუზიებისა და ჰოლოგრამების  მრავალგანზომილებიან მუზეუმებს და დაათვალიერებენკონტაქტურზოოპარკს.

  

"ვფიქრობთ, საქართველოში გატარებული დღეები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი  იქნება  პატარა სტუმრებისთვის" - აცხადებენ უწყებაში.