გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბრალდებულს 6- წლიანი პატიმრობა მიესაჯა

28-11-2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბრალდებული თ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. 
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც პორტალი region.ge უცვლელად გთავაზობთ. 
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ.ზ. ქ.ბათუმში, გ.ტაბიძის ქუჩაზე „მერსედესის“ მოდელის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი და „ოპელის“ მოდელის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ოპელის“ მძღოლი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თ.ზ. მიემალა გამოძიებას.
2017 წლის 31 იანვარს თ.ზ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში), აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა თ.ზ. 2017 წლის 12 ოქტომბერს სარფის საბაჟო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.