2-09-2022
მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (7.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-11.3 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაცაზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (3.0 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (2.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.1 პროცენტით, რაც -0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.4 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (20.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 5 www.geostat.ge info@geostat.ge 02.09.2022 ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (22.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.