გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს შესახებ ახალი ტურისტული ბრიტანული გზამკვლევი მზადდება

5-09-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  მაღალრეიტინგული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა  Bradt Travel Guide საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალ გზამკვლევს ამზადებს. გზამკვლევი 2023 წელს გამოიცემა და მთელ მსოფლიოში გავრცელდება. 


მრავალგვერდიანი გზამკვლევის მოსამზადებლად საქართველოში  გამოცემის ჟურნალისტი იმყოფებოდა.  ნენსი ჩანგის ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. პრეს-ტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა  სტეფანწმინდა, შატილი, პანკისის ხეობა და  თუშეთი დაათვალიერა. ნენსი ჩანგი ეწვია კახეთს, სადაც ნაფარეული, გრემი, ყვარელი და  ლაგოდეხი მონახულა. ტურის ფარგლებში  Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო-რეპორტაჟი მოამზადა, რომელსაც გზამკვლევისთვის გამოიყენებს.


2018 წელს Bradt Travel Guide-მა საქართველოს შესახებ 368 გვერდიანი გზამკვლევი გამოსცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება თბილისს, სვანეთსა და აჭარას დაეთმო.