« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
7-09-2022
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.
2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3,256,370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს შეადგინა.
2022 წლის 8 თვეში საქართველოში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს.