გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ბექაური: მობილური და ფიქსირებული ვირტუალური ოპერატორების შექმნა ტელეკომ ბაზარისთვის აუცილებელია

7-09-2022

„კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა მობილური  მომსახურების  ბაზრის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მობილური მომსახურების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და არსებობს შესვლის მაღალი ბარიერები. აღნიშნული კვლევის საფუძველზე  კომუნიკაციების კომისიამ MVNO ოპერატორების სავალდებულო  დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, კომპანია StrategyAnalytics-მა OECD-ის ბენჩმარკინგის  მეთოდოლოგიით ჩაატარა მობილური საცალო მომსახურებების ტარიფების კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ფასები მოთხოვნად შერეულ მომსახურებებზე OECD ქვეყნებთან შედარებით საშუალოზე მაღალია,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის  წარდგენისას ისაუბრა. ბექაურმა მობილური და ფიქსირებული ბაზრის გახსნის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.  


კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ჯერ არ არის ამოქმედებული და ის 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მისივე განცხადებით, კომისია დაკვირვების პროცესშია თუ როგორ განვითარდება ვირტუალური ოპერატორების მსურველებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები. 


კახა ბექაურმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ MVNO-ს რეგულირება  დღესაც სავალდებულოა ნორვეგიაში.  მანვე პარლამენტარებს მსოფლიოში ვირტუალური ოპერატორების რაოდენობის და ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 1300-ზე მეტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არსებობს, MVNO-ების საბაზრო წილი 63,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით მსოფლიო მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის 7,5%-ია. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონიან სააბონენტო ბაზას მიაღწევს. 2025 წლისთვის კი შემოსავლები წლიურად საშუალოდ 7,3%-ით გაიზრდება  და 89,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ MVNO ზრდის კონკურენციას და ხარისხს, ხელს უწყობს აუთვისებელი სეგმენტებისთვის მორგებული მომსახურებების შემოტანას, ზრდის ტელეკომ სექტორის წილს ეკონომიკაში და ამასთან საფრთხეს არ უქმნის ქსელის ოპერატორებს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.