გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ბექაურმა პარლამენტს მედიააკადემიის და მედიასკოლის მუშაობა გააცნო

7-09-2022

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტის წევრებს კომუნიკაციების კომისიის მიერ დაარსებული ორგანიზაციის- მედაკადემიის და მასში შემავალი სამი მიმართულების- მედიასკლის, მედიალაბის და მედიაკრიტიკის მუშაობა და შედეგები გააცნო.

 

კახა ბექაურმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მედიაკადემიის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

 

„მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს. მედიაკრიტიკა - Mediacritic.ge არის პლატფორმა, რომელიც საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. „მედიაკრიტიკის“ მიზანი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა.

 

მედიალაბი კი არის შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით მუშაობენ“-განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

 

კომისიის თავმჯდომარის თქმით, საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა მიუკერძოებელი მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელიც ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზების შესაძლებლობას ქმნის, რადგან მედიაკრიტიკა, როგორც მომხმარებელს, ისე თავად მედიის წარმომადგენლებს ეხმარება.

 

„მედიაკრიტიკის პლატფორმა ექსპერტებისა დაა პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ შექმნილ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება. 2020 წელს მედიაკრიტიკის მკითხველებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ: 58 რეცენზიას, რომელიც მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულებაა, 63 ბლოგს, რომელიც საავტორო პროდუქტებს მოიცავს სხვადასხვა თემაზე, 178 რეპლიკას, რომელიც ყოველდღიური ახალი ამბების კრიტიკას ეთმობა. მედიაკრიტიკას 2020 წელს ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო,“,- განცხადა კახა ბექაურმა.

 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდმარის ინფორმაციით მედიასკოლამ 2020 წელს ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ 150-მდე მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. ტრენინგები და სემინარები ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორიცა: აღქმის და კომუნიკაციის ფსიქოლოგია, პროპაგანდის ხერხები და შინაარსის მანიპულაციის მექანიზმები, აუდიო და ვიზუალური თხრობა, მიუკერძოებლობის სტანდარტები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება და სხვა. კახა ბექაურმა ასევე მედიააკადემიის პროექტ მასტერკლასზე ისაუბრა.

 

„2020 წელს, როდესაც პანდემიის პირველი წელი იყო მედიაკადემიამ დაიწყო პროექტი მასტერკლასი. ეს არის ონლაინ ლექციები იმის შესახებ, როგორი იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი. ლექციებიკი უფასოა ყველასთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს. საინტერესოა, რომ 5 ავტორის ონლაინ ლექციებს 2020 წელს 625,000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო“,- განაცხადა კახა ბექაურმა.