გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

9 სექტემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერდება

8-09-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, 11-00 საათიდან 23 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე  „ნინოწმინდა“ შეჩერებული იქნება  საბაჟო კონტროლის პროცედურები.

 

სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება24/7-ზე  განხორციელდება. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე  შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება.