გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ კელი დეგნანს უმასპინძლა

8-09-2022

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აშშ-ს ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაპუნა მარგველიძემ ელჩს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო, ასევე ისაუბრა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული რაჭის მდგრადი განვითარების პროგრამის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საელჩომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ელჩი რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამაგიდო სწავლებას დაესწრო, რომელიც ითვალისწინებს ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გამოცდილების გაზიარებას.