გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტი და მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ

9-09-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა.
აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.


საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონსულტანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად შეხვედროდნენ და მოენახულებინათ წარმატებული პროექტები საქართველოში, რომელიც საერთაშორისო კომპანიების მიერ ხორციელდება.


„ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩვენგან მოესმინათ იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს. მათ შორის იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კუთხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტი იქნება პოზიტიური, გავრცელდება როგორც ამერიკის, ევროპის, აზიის ქვეყნებში და ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტორს მოვიზიდავთ, რომელიც უშუალოდ ამ კონსულტანტებისგან მოისმენენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით გვაქვს. ეს არის როგორც ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ასე სხვა. ვფიქრობ, საერთაშორისო კონსულტანტების ვიზიტი საქართველოში და მათ მიერ აქ მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ მნიშვნელოვანმა ინვესტორებმა საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.