გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

10-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. 


გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი დაესწრნენ. 


„საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ფერმერების  დახმარებას. დღევანდელი გამოფენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული საწარმოები მზად არიან  დააკმაყოფილონ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. ვფიქრობ, მთავრობის დახმარება და სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები,  ფერმერებს სტიმულს აძლევს, რომ უფრო მეტი ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ. როგორც 2022 წლის სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენ გვაქვს სტაბილური ზრდა ევროკავშირის ბაზარზე. ეს ზრდა განპირობებულია სწორედ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით“,-განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვიის მხრიდან ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი მზარდია.


გამოფენაზე RIGA FOOD 2022, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ20-მდე ქართულ კომპანიას გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდათ: კაკალი, თხილი, ღვინო, კენკროვანი კულტურები, ჩირი, ჩაი, ნატურალური წვენები, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს დახმარებით ქართველი მწარმოებლების გამოფენებში მონაწილეობა, საერთაშორისო ბაზარზე  ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ბაზრების დივერსიფიკაციას  უწყობს ხელს.


RIGA FOOD ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 420-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.