« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
10-09-2022
ტყუილად ირჯებით - მიხედეთ საკუთარ "წესის აგებას", რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.
„განა იმიტომ ვწერ, რომ ორივეს პირადად ვიცნობ და ამ ურთიერთობით ვამაყობ - პრემიერსაც და სუს-ის უფროსსაც უდიდეს პატივს ვცემ, იღონდ არა პირფერობის გამო, არამედ საქმიდან გამომდინარე. ამ უაზრო ჭორებს და ამ ორ მეგობარს შორის "შავი კატის გაშვებას" არ შემიძლია არ ვუპასუხო: პრემიერმა ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება აიყვანა სათანადო დონეზე, ხოლო სუს-ის ხელმძღვანელმა "დერატიზაციის" და "ექზორციზმის" რიტუალები ჩაატარა წარმატებულად ჩემს სათაყვანო უწყებაში. ასე რომ, ტყუილად ირჯებით - მიხედეთ საკუთარ "წესის აგებას", რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება..." - წერს დავით ქართველიშვილი.