გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სტიქია საქართველოში - თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე კლდიდან ქანები ჩამოიშალა

19-06-2018

უამინდობის გამო, გვიან ღამით თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა.

გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე მონაკვეთზე კლდიდან ქანების ჩამოშლა გამოიწვია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მუშაობას დაიწყებს.

გზაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.

„გაწმენდილია გზა, თუმცა დღესაც უხვი ნალექის გამო საპატრულო პოლიციამ მაინც დააწესა გარკვეული შეზღუდვები ამ მონაკვეთზე. ჩვენი და საგზაო სამმართველოს მხრიდან ტექნიკა მობილიზებულია სრულად და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მყისიერად ჩავერთვებით,“-განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.