გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ყატარის საინვესტიციო სააგენტო დელეგაციას შეხვდა

12-09-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყატარის საინვესტიციო სააგენტოს რეგიონული ანალიზისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს მუბარაქ აბდულაზიზ ალ-ხულაიფის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი.


შეხვედრაზე ყატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნეს გარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3 - ზე.


თავის მხრივ, ყატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო პროექტები. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო და ყატარი წარმატებით თანამშრომლობენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.