გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მერმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15-09-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქ.ონში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან მიულოცა:

 

"ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი, გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებს,

 

მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. გილოცავთ ყველას და გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული სასწავლო წელი" - განაცხადა მერმა.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის - სერგი ხიდეშელის ინიციატივით, წარმატებული სტუდენტები ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიას მიიღებენ, რომელიც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სტუდენტთა სწავლის სტიმულირება.