გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

15-09-2022

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო  პროცესი განახლდა.

 

ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება  ქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და  პედაგოგებს,  ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა,  მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა მიულოცეს. საბავშვო ბაღებში პატარებს სხვადასხვა სახალისო აქტივობებით და ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული წარმოდგენით დახვდნენ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების  წარმომადგენლები,  ასევე რუსთაველის ქუჩა № 124-ში ახლადაშენებულ მე- 7 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მეთოდური მასალები და სათამაშოები დაათვალიერეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღისთვის იქნა შეძენილი.

 

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით, ყველა საბავშვო ბაღს მეთოდური მასალები, საკანცელარიო ნივთები  და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გადაეცემათ. გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაღებში “ HACCP"-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება, საბავშვო ბაგა-ბაღებში, საკვები პროდუქტების მომზადებისას სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტების დაცვის მიზნით მოხდა სამზარეულოების განახლება, ყველა საბავშვო დაწესებულებაში, პატარებს, აღზრდისა და განათლების მაღალ სტანდარტებთან ერთად, განახლებული მრავალფეროვანი მენიუ და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ექნებათ.

 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 27 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც ამ ეტაპზე,  1800 აღსაზრდელია, მათ შორის  275 ბავშვი ახალი ჩარიცხულია.