გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: სოსო გოგაშვილი სააკაშვილის ღალატის პარტიის ერთ-ერთ დეზინფორმატორ აქტორად იქცა; "ნაცების" "ფეიკნიუსერი" ჯიბის მედიის დონის ფსკერამდე დანარცხებულია

15-09-2022

ოფიცრის ღირსების შემარცხვენელმა, საეჭვოდ უცბად გამდიდრებულმა სოსო გოგაშვილმა არაერთი ბინძური ტყუილი იკადრა. ერთ-ერთი გამორჩეულია ის, რომ თურმე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

„ოფიცრის ღირსების შემარცხვენელმა, საეჭვოდ უცბად გამდიდრებულმა სოსო გოგაშვილმა არაერთი ბინძური ტყუილი იკადრა. ერთ-ერთი გამორჩეულია ის, რომ თურმე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "მას უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა". ირკვევა, რომ ესეც ჭორიკანა გოგაშვილის, "ნაცების" ლობისტის მორიგი უსინდისო სიცრუეა. ბიძინა ივანიშვილმა სოსო გოგაშვილი 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში გაიცნო, ვიდრე სუს-ის უფროსის მოადგილე გახდებოდა. ივანიშვილსა და გოგაშვილს შორის მანამდე არანაირი კომუნიკაცია ყოფილა. შესაბამისად, ეს მოღალატე არსება, სახელად სოსო გოგაშვილი იტყუება და დროებით შეცდომაში შეყავს საზოგადოება. სოსო გოგაშვილი სააკაშვილის ღალატის პარტიის ერთ-ერთ დეზინფორმატორ აქტორად იქცა. "ნაცების" 'ფეიკნიუსერი' ჯიბის მედიის დონის ფსკერამდე დანარცხებულია“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.