16-09-2022
ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით, უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი, - ამის შესახებ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანას გონივრულად მართავს.
„მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი, ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით. უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი. ბევრი ქართველი ჩამოდის ჩვენთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოსა და ათონის მთას შორის მაკავშირებელი არის ვატოპედის მონასტერი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მიყვარს ქართველები, ქართველებს მადლი გაქვთ, ღვთის მადლი, ნათლობის მადლი გაქვთ სახეზე. როგორც მოგახსენეთ, პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო, ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ. უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში, და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ, და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ, რომ ქვეყანაში წონასწორობას ინარჩუნებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის წმინდა გიორგის ქვეყანა, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია თქვენი ქვეყანა, და აკეთებთ კიდევაც, და გმადლობთ ამისთვის. იმედია, რომ მომავალშიც ასე დაიცავთ თქვენს ტრადიციებს. გეპატიჟებით კიდევ ათონის მთაზე. კარგი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა.