« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
16-09-2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (850,5 კილოგრამი თევზის ნაწარმი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.