გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრაღაში გამართულ მინისტერიალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიიღო მონაწილეობა

17-09-2022

ჩეხეთის რესპუბლიკა მინისტერიალს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით მასპინძლობდა.


მინისტერიალზე, რომელშიც მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში და ევროკავშირის სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს, სასურსათო უსაფრთხოების და მისი დაძლევის გზები განიხილეს.


მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელმაც  საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა არსებული გამოწვევების დასაძლევად კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის.


ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.