გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გონიოს ციხეში „რომაული ფესტივალი 2022“ გაიმართება

17-09-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გონიოს ციხეში ჩატარდება, ტრადიციული კოსტუმირებული სანახაობა- „რომაული ფესტივალი 2022“.


ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლებული იქნება I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ თეატრალური სანახაობა - „ფარსმან ქველის სტუმრობა რომში“, ანტიკური ცეკვები და სპორტული შეჯიბრებები, გაცოცხლებული ქანდაკებები, რომაული ქორწილი, ცეცხლოვანი შოუ, გლადიატორთა ორთაბრძოლა და სხვა.


სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კერამიკისა და ხის მასტერკლასებში, რომაულ თამაშებში, დააგემოვნონ რომაული კერძები და უბრალოდ ერთი დღით გახდნენ იმ ეპოქის მონაწილეები. ღონისძიების მიზანია იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა. ( 16:00 სთ -დან 22:00 სთ-მდე) ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.