19-09-2022
ქალაქ კასპში „იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია "Lets do it საქართველო"-მ ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ღონისძიება სააკაძის ქუჩაზე სკვერის მიმდებარედ ჩატარდა, სადაც გარემოს დაცვითი თემატიკით მოიხატა კედელი, პარალელურად კი დასუფთავების აქცია გაიმართა. „Lets do it საქართველო“-მ მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინა ჩაატარა, გამარჯვებულები კი პრიზებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქის ოთხი საჯარო სკოლის და შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი''- მრავალპროფილიანი სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეები, ასევე სათემო ორგანიზაცია "კომლი".
პირველი ღონისძიება „Lets do it საქართველო“-მ კასპში 2021 წლის 18 სექტემბერს გამართა.
ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ადგილობრივი რესურსცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.