გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა დამონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება

19-09-2022

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, იაპონიის მთავრობის პროგრამის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ (SATREPS) ფარგლებში, პროექტს „საქართველოს ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე დაფუძნებული ხორბლის მოლეკულური სელექციის სისტემის ჩამოყალიბება“ იწყებს. პროექტს ქართველი მეცნიერები იაპონელ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ. პროექტის მიზანი, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ახლო მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექციის შექმნა და კონსერვაციაა, ასევე, სელექციის ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც გენეტიკური რესურსების გამოყენებით, ჯიშებს მუდმივად გააუმჯობესებს.

 

ახალი პროექტის დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტროს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმორი ჰოროუკისთან და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰიდეკი ტანაბესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე, ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის და თესლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი JICA-სთან არაერთი წელია თანამშრომლობს.JICA-ს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ 2021 წლის საგრანტო პროექტში ცენტრის სერტიფიცირების სამსახურმა გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში, სამსახურს საშრობი კამერა (ინკუბატორი) გადაეცა, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების მინდვრის კულტურების გენბანკის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ხმარდება.