გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

20-06-2018

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგებში საველე აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს თეთრიწყაროსმუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახორციელებს.

ამ ეტაპისთვის დაბა მანგლისში აზომილი და იდენტიფიცირებულია  3761 მიწის ნაკვეთი. საველე ტექნიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის  ივნისისბოლომდეა დაგეგმილი,  რის შემდეგაც სარეგისტრაციო ბლოკის  მონაცემები, როგორიცაა ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საზღვრები, ფართობი,საკუთრების რეგისტრაციის უფლების მქონე პირის ვინაობა საჯაროდ გამოქვეყნდება.

დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო ბლოკის  მონაცემების გადამოწმება  დაბა მანგლისის გამგეობის შენობაში შეუძლიათ. თუ დაინტერესებულ პირი გამოქვეყნებულინფორმაციას არ ეთანხმება, მას  10 დღის განმავლობაში შეეძლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართოს.  

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსურიმხარდაჭერით ხორციელდება და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში  სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ყველამიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითვალისწინებს.  დაბა მანგლისი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტიმიმდინარეობს.

საპილოტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების,სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ,მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.

საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად,  განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და  ნაკვეთები თავადდაირეგისტრირონ