გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს

22-09-2022

სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორკატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

 

ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას და  სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

 

მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება დაემატა.

 

„სახიფათო ნარჩენების მართვა ნარჩენების მართვის ახალიეროვნული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სახიფათო ნარჩენების მართვის პროცესში აუცილებელია ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და სამინისტროების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა მდგრადი გარემოს უზრუნველყოფის  მთავარი წინაპირობაა.

 

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.