გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის სამინისტროში ერაყის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

22-09-2022

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰ ენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები  განიხილეს.


საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე. მხარეებმა განსაკუთრებული პატივით ისაუბრეს 2003-2008 წლებში ერაყში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულის მნიშვნელობას. 


ვიზიტის ფარგლებში,  ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.