გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო

22-09-2022

საფრანგეთში, პარიზში მიმდინარე ტურისტული გამოფენის IFTM Top Resa პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული ინდუსტრიისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, გასტრონომიული ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი,  პროდუქტები,  ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და  ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით.  IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენას 34 000 ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, გამოფენაზე  მსოფლიოს 200 ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდია წარდგენილი. 


„გამოფენა ძალიან საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს, იმ ფონზე როდესაც გვქონდა შეხვედრები წამყვან მედიასაშუალებებთან, ავიაკომპანიებთან და ასოციაციებთან. გამოიკვეთა სწორედ ის კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტი, რომელზეც მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რომ საფრანგეთიან მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ’’,-განაცხადა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


პარიზში, IFTM Top Resa-ს მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარდგენილი.