ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ერთ წელიწადში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.7 პროცენტით გაიზარდა

22-09-2022

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.

 

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

"წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 6.74 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე" - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.