გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოლომონ პავლიაშვილი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

23-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაოშეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრშიმგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ავტორიზაციის გავლის პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მწარმოებლის  გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისწარმომადგენლების ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.


2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.