გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო თანდილაშვილი მონტენეგროს ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

24-09-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონტენეგროს ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ალესანდარ მაშკოვიჩს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ნინო თანდილაშვილმა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქციის შესახებ ისაუბრა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის ამ მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.


მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებს.


საუბარი შეეხო ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას.

ნინო თანდილაშვილმა ყურადღება ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.