გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაური, პოლკოვნიკი ტარიელ შარიფაშვილი გაიხსენეს

25-09-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა.


ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.


პოლკოვნიკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილი და ახლობლები.