გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2024    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829 

მიხეილ ყაველაშვილი: დღევანდელ სიტუაციაში, ამის განხორციელება, საზღვართან, რა თქმა უნდა, პროვოცირებას და შუღლს იწვევს; ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირშია აშშ-ს საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს

26-09-2022

,,წერილი, რომელიც საზოგადოებას გავაცანი, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, თუ რა იგეგმება და ვინ გეგმავს ამ ყველაფერს. ,,ევროპული საქართველო“ - ეს არის ერთ-ერთი ფავორიტი ორგანიზაცია აშშ-ს საელჩოში. თითქოს, ისინი გეგმავენ აფხაზეთის ომის თემატიკასთან დაკავშირებით რაღაც ღონისძიებას, მაგრამ კარგად უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოება, რა მოიაზრება მათ ქმედებაში. ეს არის პროვოცირება, რომ, კიდევ ერთხელ, გამოიწვიონ გაღიზიანება, დაძაბულობა და მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა,’’ – ასე გამოეხმაურა ,,ხალხის ძალის’’ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ომთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას.

 

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება, კიდევ ერთხელ, უნდა იყოს ფხიზლად, რადგან იგეგმება პროვოკაცია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს მშვიდობიანი პოლიტიკა. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი გზით გავაგრძელოთ აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების პროცესი.

 

,,კიდევ ერთხელ, უნდა ვიყოთ ფხიზლად ქართული საზოგადოება, რომ მსგავსი პრეცედენტები ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა ამ ომის ფონზე დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვინდა აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნება, ჩვენ გვინდა ერთიან სახელმწიფოში ძმურად ცხოვრება, რაც საუკუნეების მანძილზე გვქონდა. ეს არის ჩვენი აქცენტი და ამას არ გადაუხვევთ და შეცდომები, რომელიც ერთმანეთის მიმართ დავუშვით, აუცილებელია, რომ გავიაზროთ და მსგავსი პრეცედენტი არასოდეს არ უნდა მოხდეს.

 

ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი. მსგავსი პროვოკაციული ქმედებები პირდაპირ საწინააღმდეგოა ამ პროცესების დღევანდელ სიტუაციის ფონზე, მით უმეტეს, როცა გაცხადებული გვაქვს ასეთი მკაფიო მშვიდობიანი პოლიტიკა, რომ გვინდა თანაცხოვრება ერთად, ის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. სწორედ, ეს იწვევს, ორმაგ სტანდარტს და პირდაპირ ვეუბნებით აშშ-ს საელჩოს, ამ განცხადებას მაინც გაემიჯნოს. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც და საქართველოს მოქალაქეებს, უკვე კარგად აქვთ გაჯერებული და ჩვენმა ოსმა და აფხაზმა შვილებმა, უნდა შექმნან ძლიერი საქართველოს სახელმწიფო. რუსეთი ოკუპანტია და ეს ყველამ კარგად ვიცით, 30 წლის მანძილზე ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები.

 

დღეს, დღევანდელ სიტუაციაში ამის განხორციელება საზღვართან, რომ ისევ გაახსენო ადამიანებს, თუ რა საშინელებები ხდებოდა, ეს, რა თქმა უნდა, პროვოცირებას და შუღლს იწვევს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირში არის ამერიკის საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს. სწორედ, ასეთ ქმედებებს მოაქვს შემდეგ დაძაბულობა. ამაზე გვაქვს საუბარი და საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული ჩვენი მხრიდან,’’ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.