27-09-2022
სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ომის ვეტერანები, საქართველოს ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
1993 წლის 27 სექტემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. კასპის ბატალიონმა ომში 15 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის 8 კასპელი იყო.
ომის შედეგად საქართველომ მიიღო 300 000 დევნილი, 10 000 მეტი გარდაცვლილი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები...
სამარადისო დიდება სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს.