გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

27-09-2022

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.  დღეს ქალაქ ახალციხეში, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


ქალაქის ცენტრალურ პარკში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა, ვეტერანებმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა მამა იოანე გელაშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს.


აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.