გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თორნიკე რიჟვაძე: აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის

29-09-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და მიუღებელია.


„მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და რა თქმა უნდა მიუღებელია, აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.