გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ე.წ. ვიზიტი შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, დაირღვა ასევე კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

30-09-2022

ჩვენი მხრიდან ე.წ. ვიზიტი შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცალსახაა, დაირღვა ასევე კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი რომელიც ჩვენ ვიხილეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ბელორუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე.

 

„მთავარი ჩვენთვის აქ არის ის, რომ არ გადაიკვეთოს უკიდურესი წითელი ხაზი და ეს დაკავშირებულია არაღიარების პოლიტიკასთან. ბელორუსის სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს აფხაზეთს ე.წ დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება. თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, დღეს საკმაოდ დაინტერესო სათაურით გამოქვეყნდა ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

 

„თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი, ამის შემდეგ შერბილებულია ამ ე.წ. ვიზიტის სათაური და საუბარია რომ ის ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტი თავისთავად რაღაცის მანიშნებელია, ანუ იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.