გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, 2022 წლის პირველად ბიუჯეტთან შედარებით, იზრდება 490,0 მლნ ლარზე მეტით

30-09-2022

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, 2022 წლის პირველად ბიუჯეტთან შედარებით, იზრდება 490,0 მლნ ლარზე მეტით. 


მისი თქმით, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით გაზრდის მიზნით გათვალისწინებულია 290,0 მლნ ლარზე მეტი. 


„როგორც იცით, ჩვენ საჯარო სექტორთან დაკავშირებით გაცხადებული გვაქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ხელფასების 10%-იანი მატება. შესაბამისად, მომდევნო წელსაც საჯარო სამსახურში ხელფასები გაიზრდება 10%-ით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 


როგორც მან აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. 
„2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ბუნებრივია, არსებული გამოწვევების ფონზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.