გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება

30-09-2022

2023 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.  


მისი თქმით, ასევე, 10%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. ასევე, იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე. 


„ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარამდე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.