30-09-2022
„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და სამხედრო მოსამსახურეებს 2024 წელსაც მოემატებათ ხელფასი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრობაზა მოინახულა, სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო დაჯარისკაცებისათვის ხელფასების 20% ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
თავდაცვის მინისტრმა პრემიერს სამხედრო მოსამსახურეების სახელით მადლობაგადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელფასო ანაზღაურების ზრდა განგრძობით ხასიათს ატარებს.„დღეს ჩვენმა საზოგადოებამ შეიტყო ძალიან სასიხარულო ამბავი. მინდა, ყველა სამხედრომოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონირაკლი ღარიბაშვილს იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენს. - განაცხადაჯუანშერ ბურჭულაძემ.
დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს,შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდებაჯამურად 490 მილიონი ლარით. „ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები დაუსაფრთხოების სამსახური, და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან,ყველა თანამშრომლისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.