გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამ საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30-09-2022

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ერთ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ერთი მოქალაქე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე დააკავა.


ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის და სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს მოქალაქეების მიერ შესაბამის სამსახურებში შეტანილი ყალბი განცხადების გარემოებები, უკანონოდ გასცეს შესაბამისი ცნობები და კანონიერი სახე მისცეს ბრალდებულის მიერ არაკანონიერად მოპოვებულ კაკლის მორებს, რითაც არსებითად დაარღვიეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.


საჯარო მოხელეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია), ხოლო მოქალაქეს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.