გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკა და საბანკო საქმიანობა უკვე ისე მჭიდროდ გადაეჭდო ერთმანეთს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქეისი შეიძლება ამის ქრესტომათიული მაგალითიც კი აღმოჩნდეს

5-10-2022

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს ეხმიანება სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ. მისი თქმით ძალიან მძიმე წასაკითხი და აღსაქმელია ეს ისტორია. ფილმის სიუჟეტადაც კი გამოდგებოდა იმის საჩვენებლად თუ სადამდე დავიდა ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემა.

 

„ძალიან მძიმე წასაკითხი და აღსაქმელია ეს ისტორია, ფინანსურ და სამართლებრივ ლაბირინთებში არ შევდივარ. "ძარცვა შვეიცარიულად", ან როგორ მოვპაროთ მდიდარს მილიონები" და ა.შ. ფილმის სიუჟეტადაც კი გამოდგებოდა იმის საჩვენებლად თუ სადამდე დავიდა ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემა. პოლიტიკა და საბანკო საქმიანობა უკვე ისე მჭიდროდ გადაეჭდო ერთმანეთს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქეისი შეიძლება ამის ქრესტომათიული მაგალითიც კი აღმოჩნდეს“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.