გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოსა და ავსტრიას შორის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება

6-10-2022

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრიელ სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობების, ქართული ხორბლის ჯიშების მოძიება-აღდგენის, გენბანკის შექმნის, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რამდენიმე წელია თანამშრომლობს ავსტრიულ მხარესთან. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ავსტრიული კომპანიის „SAATBAU“ მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, ქერის, ჭვავის, ტრიტიკალეს ჯიშების ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირების უნარები იქნა შესწავლილი. შეხვედრაზე, მარცვლოვანი კულტურების თესლისმწარმოებელ ავსტრიულ კომპანიებთან თანამშრომლობის ახალი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება გამოიკვეთა, რომელიც მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებას, გენეტიკური რესურსების გაცნობასა და  გაცვლას გულისხმობს“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიული კომპანიის „SAATBAU“ დირექტორმა, კარლ ფიშერმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზადა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.