გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რიგით მესამე არქიტექტურის ბიენალე იხსნება

7-10-2022

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 8 ოქტომბერს თბილისში რიგით მესამე არქიტექტურის ბიენალე გაიხსნება და გაგრძელდება 29 ოქტომბრამდე.

მთავარი თემა - "რა იქნება შემდეგ?" სივრცესა და არქიტექტურას ურბანული და სოციალური დროებითობის კონტექსტში იკვლევს.

პროექტი ხელოვანებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მეცნიერებს აერთიანებს. ღონისძიება სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გამოფენას, ინსტალაციას, ღონისძიებას, ვორქშოფს, კინო-ჩვენებასა თუ შეხვედრას შესთავაზებს სტუმრებს.

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში,  ორ ღონისძიებას უმასპინძლებს: 18 ოქტომბერს  წიგნის „C20:წყალტუბოს არქიტექტურის გზამკვლევი" პრეზენტაციას , 26 ოქტომბერს კი  ბიენალეს 2020 წლის კატალოგის  პრეზენტაციასთან ერთად, ფრანგი არქიტექტორი, ჟან ფილიპ ვასალის შეხვედრა გაიმართება.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა. TAB-ის ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. პლატფორმა გამოფენებს, ინსტალაციებს, სივრცით ექსპერიმენტებს, სიმპოზიუმებსა და სხვადასხვა აქტივობას ქმნის. მთავარი თემა, ადგილმდებარეობა და კურატორი ყოველ ღონისძიებაზე ცვალებადია.

პროგრამისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: www.biennial.ge

თბილისის არქიტექტურის ბიენალე შემოქმედებითი ევროპის თანადაფინანსებით შეიქმნა.