გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

9-10-2022

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე", დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს.


სამუშაო ვახშამზე დამსწრე ლიდერებმა ასევე შეაჯამეს სამიტის და, კერძოდ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა.


ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.


ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში.


სამიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა - მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას - "მშვიდობა და უსაფრთხოება".


დისკუსიებს ასევე თავმჯდომარეობდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი და ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი.