გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

50 000 კვ.მ. მიწა 475 ლარად, 5180 კვ.მ. 103,6 ლარად, 8 253 კვ.მ. 165 ლარად-წალკის მერის მიერ ნაყიდი მიწის ნაკვეთები და ხელფასის სახით 49 დღეში აღებული 6 940,47 ლარი

25-06-2018

ილია საბაძე წალკის მუნიციპალიტეტის მერიად გასული წლის 12 ნოემებრს დაინიშნა. წლის ბოლომდე, ანუ 49 დღეში, მისმა ხელფასმა თითქმის 7 000 ლარი, უფრო ზუსტად კი 6 940,47 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, სანამ ილია საბაძე წალკის მერი გახდებოდა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. გამგებლად მუშაობის პეროდში, გასული წლის 1-ლი იანვრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მისმა შემოსავალმა თითქმის 30 000 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვითვე, წალკის მერის უძრავ ქონებაში ბინა, ავტოფარეხი და მიწის სამი ნაკვეთი შედის.

ილია საბაძემ ბინა (72 კვ.მ) 3500 დოლარად 2002 წელს შეიძინა. იგი მდებარეობს თბილისში, ლაგურაშვილის ქუჩაზე.

დეკლარაციის მიხედვით, ილია საბაძემ 175 ლარად 36 კვ.მ. ავტოფარეხი 2010 წელს  თბილისში, მუხიანის დასახლებაში შეიძინა.

მიწის ნაკვეთებს საბაძე წალკის რაიონის ორ სხვადასხვა სოფელში ფლობს.

დეკლარაციის მიხედვითვევ, წალკის რაიონის სოფელ რეხაში მან 8 253 კვ.მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთი 165 ლარად 2012 წელს შეიძინა. მიწის მეორე ნაკვეთი, რომლსაც ამავე სოფელში ფლობს, ასევე 2012 წელს შეიძინა 103,6 ლარად. აღნიშნული უძრავი ქონების ფართობი  5180 კვ. მეტრია.

მიწის მესამე ნაკვეთი, რომელიც საბაძის მფლობელობაშია წალკის რაიონის სოფელ იმერაში მდებარეობს. მისი ფართობი 50 000 კვ. მეტრია და მის შესაძენად 2007 წელს 475 ლარი გადაიხადა.